მიიღე მომგებიანი საინჟინრო გადაწყვეტილებები
კონსულტაცია
179$ / სთ

პროქტირება
5$ დან / მ2

გაიგე მეტი, როგორ დაზოგო რესურსები
დაგვიტოვეთ საკონტაქტო. ჩვენ დაგიკავშირდებით.
- თქვენი მობილურის ნომერი

„ხარისხი გულისხმობს აკეთო სწორად, როცა არავინ გიყურებს“ - ჰენრი ფორდი
ჩვენი მთავარი პრინციპია დამკვეთის საუკეთესო ინტერესების დაცვა და, ამავდროულად, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევა. ამისათვის ვიყენებთ პროექტების მართვის საერთაშორისოდ აღიარებულ მიდგომებს, რაც ჩვენი პარტნიორებისთვის სასიამოვნო და კომფორტული თანამშრომლობის გამოცდილებების შექმნაში გვეხმარება.
შრომის სწორი გადანაწილება საქმის შესრულების საუკეთესო საშუალებაა
თქვენი იდეების რეალიზება ჩვენთან ერთად სასიამოვნო პროცესად იქცევა. ამისათვის, ჩვენ ვუზრუნველყოფთ საინჟინრო სისტემების სრული ციკლის დაგეგმვა-იმპლემენტაციას.
-
წინასაპროექტო კვლევა
-
ტექნიკური დავალება
-
ტექნოლოგიური დავალება
-
პროექტირება
-
ზედამხედველობა
-
საინჟინრო პროექტის ანალიზი

ჩვენი გუნდი 10 წელზე მეტია წარმატებულად მუშაობს ქართულ და საერთაშორისო პროექტებზე. საქმიანობა მოიცავს როგორც პროექტირებას, ისე ინსტალაციასა და წარმოებას. ჩვენი ისტორიაა ციფრებში ასე გამოიყურება:
- 600000+ მ2 სრულ MEP პროექტირებში.
- 150000+ მ2 MEP საზედამხედველო სამუშაოებში.
- 450000+ მ2 სრულ MEP სამონტაჟო სამუშაოებში.
მეტი დეტალიზაცია იხილეთ :

გამოცდილება
მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება გვეხმარება სისტემებისა და პროცესების ოპტიმიზაციასა და ეფექტურ გამართვაში.

ცოდნა
თეორიული ცოდნა არის საფუძველი, რომელიც საშუალებას გვაძლევს პრაქტიკაში გამოვიყენოთ საერთაშორისო გამოცდილებები და შემოგთავაზოთ საუკეთესო საინჟინრო გადაწვეტები.

ინდივიდუალური მიდგომა
თითოეული პროექტის უნიკალურობიდან გამომდინარე, ჩვენ ვეძებთ ყველაზე ეფექტურ გზებს კლიენტის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტების მისაღწევად.

ნდობა
ჩვენი გუნდის წევრების მრავალწლიანი გამოცდილება და შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტი ქმნის წარმატებული პარტნიორობის ისტორიებს, რომლითაც ასე ვამაყობთ.
ელექტრო მექანიკური საინჟინრო სისტემები
01.
გათბობის სისტემები
გათბობის თანამედროვე სისტემები ორიენტირებულია ენერგიის ეკონომიურად მოპოვებაზე და არა მის დაზოგვაზე. ჩვენი მიზანია მოპოვებული ენერგიის დაზოგვით დავიცვათ დამკვეთის ინტერესები ვინაიდან ენერგიის მოწოდება დამოკიდებულია მის დისტრიბუტორებზე.ეს ფაქტორი ბიზნესში საექსპლუატაციო დანახარჯების და საინვესტიციო ამონაგების დროის გახანგრძლივების რისკს ზრდის.

02.
გაგრილების სისტემები
გაგრილების ენერგიის წყარო ელ.ენერგიაა,ხოლო მისი ეფექტური გამოყენება დამოკიდებულია აპარატურის დატვირთვაზე,გარემოში არსებულ ტემპერატურაზე,ჰაერის ტენიანობასა და სხვა ფაქტორებზე. ხშირად დამკვეთები შეცდომაში შედიან,როდესაც ფიქრობენ,რომ თანამედროვე აპარატურას იყენებენ. აპარატურას სჭირდება შესაბამისი მინიმალური და მაქსიმალური დატვირთვების შერჩევა,რომ სისტემამ ეფექტურად იმუშაოს.

03.
ვენტილაციის სისტემები
სავენტილაციო სისტემები მნიშვნელოვანია ჯანსაღი კლიმატის შექმნისათვის.ხშირად საპროექტო სამსახური ყურადღებას არ აქცევს ჰაერის ნაკადის სიჩქარეებს სავენტილაციო არხებში, რაც ზრდის ჰაერსატარის ზომებს,შესაბამისად საინვესტიციო მოცულობას. ხშირია შემთხვევა,როდესაც მასალის ეკონომიის მიზნით ჰაერის ნაკადის სიჩქარის გამო სისტემაში ხმაურის დონე იმატებს და ქმნის საექსპლუატაციო პრობლემებს. ჩვენი მიზანია,დავიცვათ დამკვეთის ინტერესები სავენტილაციო სისტემების ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლების სწორი შეთავსებით.

04.
ელექტროობის სისტემები
ელექტროობა კომპლექსური საინჟინრო გადაწყვეტილებების სისტემაა. მნიშვნელოვანია მისი სწორი ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი ტექნიკური დავალების შექმნისას. ჩვენი მიზანია,დამკვეთის ინტერესების გათვალისწინებით განვსაზღვროთ ტექნიკურად სწორი საკომუნიკაციო და პრინციპიალური სქემების საინჟინრო გადაწყვეტები,რომ არ მოხდეს საინვესტიციო მოცულობის ფარულ სამუშაოებში გადაკონვერტირება.

05.
წყალმომარაგების სისტემები
წყალმომარაგება სანიტარულ ჰიგიენური მოთხოვნების უმნიშვნელოვანესი და ძირითადი ნაწილია. ცხელი წყლის დარეზერვება ჭარბად იწვევს დამატებითი ენერგიების ხარჯვას. ამასთან,ცხელი წყლის ჭარბი რეზერვაციებისათვის საჭიროა დამატებითი ინვესტიციები,რაც საბოლოო ჯამში ზრდის საექსპლუატაციო დანახარჯებს.ჩვენი მიზანია,დავიცვათ დამკვეთის საექსპლუატაციო და საინვესტიციო ინტერესები.

06.
სახანძრო სისტემები
ხშირად სახანძრო სისტემების დაპროექტებისას ხდება საიმედოობის გაზრდის მიზნით სისტემების გადაჭარბებით დაპროექტება, რაც თავის მხრივ ემსახურება უსაფრთხოებას,მაგრამ ამასთან ზრდის საინვესტიციო მოცულობას.სწორად დაგეგმილი პროექტი უზრუნველყოფს ტექნიკურ ეკონომიკური მახასიათებლების გაუმჯობესებას.

07.
დაშვების და უსაფრთხოების სისტემები
დაშვების და უსაფრთოხების სისტემების დაპროექტებისას ხდება საიმედოობის გაზრდის მიზნით სისტემების გადაჭარბებით დაპროექტება, რაც თავის მხრივ ემსახურება უსაფრთხოებას,მაგრამ ამასთან ზრდის საინვესტიციო მოცულობას, სწორად დაგეგმილი პროექტი უზრუნველყოფს ტექნიკურ ეკონომიკური მახასიათებლების გაუმჯობესებას.

08.
წყალარინების სისტემები
შენობა ნაგებობებში ეკონომიის მიზნით ხდება საკანალიზაციო წყალარინების სისტემების ქსელის შემცირება, არასწორი პრინციპიალური სქემებით აწყობილ სისტემაში ხდება ტრაპების ამოშრობა, რაც დისკომფორტს უქმნის მომხმარებელს. წყალარინების სისტემაში აერაცია ისეთივე მნიშვნელოვანი საკითხია,როგორც ხმაურ დამხშობი მილების სწორედ გამოყენება. ჩვენი მიზანია, მომხმარებელი დავაკვალიანოთ,თუ რა შემთხვევაში მუშაობს ხმაურ დამხშობი მილები და რატომ არის მასში ჩადებული ინვესტიცია გამართლებული.

09.
ვიდეომეთვალყურეობის სისტემები
ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებს აქვს თავისი ტექნიკური მახასიათებლები. კამერების სწორი შერჩევით შესაძლებელია ადამიანის, სიტუაციის, ნივთების და სხვადასხვა გარემოებების იდენტიფიცირება. ხშირ შემთხვევაში ორგანიზაციები არ აძლევენ კამერებს თავის ფუნქციურ სტატუსს და მომხმარებელი იღებს ზოგადი ხედვის ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებს,სადაც რიგ გარემოებებში კამერების გარჩევადობა საჭიროზე მაღალი ან ნაკლებია,რისთვისაც ჩამწერი მოწყობილობების მოცულობები იზრდება. ჯამში ყოველივე ეს არაჯანსაღ საინვესტიციო გარემოს ქმნის.ჩვენი მიზანია კანონზე და დამკვეთის საჭიროებებზე მორგებული სამეთვალყურეო სისტემების მოწყობის უზრუნველყოფა.

10.
შენობის მართვის სისტემები
BMS (Building Management Systems) შენობის მართვის ჭკვიანი სისტემები,ერთის მხრივ,სასარგებლოა და საჭიროა დიდი მოცულობის შენობებისათვის თუმცა ის დამატებით ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია პროფესიული კადრის არსებობა,რადგანაც ტექნიკურად სისტემებს ესაჭიროება კვალიფიციური მომსახურე პერსონალი.ასევე ხშირია დამკვეთი კომპანიის უნებლიე გრძელვადიან ან/და მუდმივი და უკონკურენტო დამოკიდებულება შემსრულებელზე, რაც წარმოადგენს მომსახურების მაღალ საინვესტიციო რისკს. ხშირია შემთხვევა,როცა მომსახურე პერსონალის არ არსებობის გამო ორგანიზაციები აუქმებენ ცენტრალიზებული კომპიუტერული მართვის სისტემებს და მასში ჩადებული ინვესტიცია წარმოადგენს არამიზნობრივ ხარჯს. ჩვენ უზრუნველვყოფთ დამკვეთს დაადგინოს სისტემების სირთულე, საჭიროება და შემდგომი ტექნიკურ ეკონომიკური საკითხები.

პარტნიორთა შეფასებები

თქვენ შეგიძლიათ ენდოთ, ის მიზნებს ყოველთვის აღწევს.

ბევრ პროექტზე გვიმუშავია ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ისინი დეტალებზე ორიენტირებულები არიან.

გიორგისთვის მთავარია დავალება და ის შედეგს აუცილებლად დადებს.

10 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ ამ გუნდთან. ყოველთვის ცდილობენ განვითარებას და ავტორიტეტულია მათი როლი ქართულ პროფესიულ წრეებში.

გუნდს გააჩნია არგუმენტირებული თანამედროვე ინოვაციური მიდგომები საინჟინრო სფეროში. რაც მნიშვნელოვანია საექსპლუატაციო მომსახურების და საინვესტიციო მიმართულებებით.

გიორგი არის საიმედო პარტნიორი,მასთან ერთად 2015 წლიდან ვმუშაობთ და ის ჩართულია ყველა ჩვენს პროექტში.

გუნდი გამოირჩევა საქმისადმი პროფესიონალური მიდგომით. მათი აქვთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გიორგი საკუთარი საქმის მოყვარული ახალგაზრდა და პრაქტიკოსი ადამიანია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და იშვიათობაა საქართველოში.

გიორგი გამოირჩევა განსხვავებული მიდგომებით